პროექტის „ახმეტის მუნიციპალიტეტში მრაფალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა“ ხელმოწერის ცერემონია

2021/3/17
2021 წლის 17 მარტს ხელი მოეწერა პროექტს „ახმეტის მუნიციპალიტეტში მრაფალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა“, რომელიც დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით.
 
საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ორგანიზაციის „ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება“ გამგეობის თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ქარელმა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ყველის სამაცივრე მეურნეობა, რომელიც მხარს დაუჭერს მცირე ფერმერებს და გაზრდის საკვების უსაფრთხოებას. გრანტის მოცულობა 64, 151 ამერიკული დოლარი.