პროექტის „წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ბიო-ბრიკეტირების ორი მცირე საწარმოს აშენება“ გახსნის ღონისძიება

2020/11/4
2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართა პროექტის „წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ბიო-ბრიკეტირების ორი მცირე საწარმოს აშენება“ გახსნის ღონისძიება, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, ელჩის მოადგილე ბატონი მასატაკა ობატა, ორგანიზაციის „ბრიჯი“ გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ქარელი და გამგეობის წევრი ქალბატონი ქეთევან გეტიაშვილი.

პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ გამოყო 71,498 ამერიკული დოლარი წალკის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში ბიო-ბრიკეტირების ორი მცირე საწარმოს შესაქმნელად. ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, პროექტმა შექმნა შეშის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა, რომელიც სამომავლოდ იქნება კარგი პრეცედენტი ტყეების განადგურებისგან დაცვისთვის. ამასთანავე,  შეშის იაფი ალტერნატივის შექმნით,  პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს წალკაში მცხოვრები ეკო-მიგრანტების სიღარიბის შემცირებაში.