პროექტის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მანქანის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია
2021/3/9
2021 წლის 9 მარტს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობის და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მანქანის შეძენა“.
საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა იურიკ უნანიანმა. პროექტის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტი შეიძენს ნაგვის შემკრებ მანქანას, რომელიც გააუმჯობესებს ნარჩენების მართვას მუნიციპალიტეტში და შექმნის სუფთა და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ადგილობრივებისთვის. პროექტის ბიუჯეტი: 56,000 ამერიკული დოლარი.