საგრანტო პროექტის ხელმოწერა ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის
2021/2/12
2021 წლის 12 თებერვალს ხელი მოეწერა პროექტს „ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“. პროექტი დაფინანსდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით.
საგრანტო კონტრაქტს ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ავთანდილ უგრეხელიძემ. პროექტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტი შეიძენს მძიმე ტექნიკას გზების გასაწმენდად, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობა ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ამასთანავე, გაძლიერდეს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტების მოცულობა: 70,500 ამერიკული დოლარი.