პროექტის „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისათვის“ ხელმოწერის ცერემონია
2021/2/12
2021 წლის 12 თებერვალს, იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა პროექტი ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისათვის.
საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში ბატონმა იმამურა აკირამ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა დავით ჩიკვაიძემ. პროექტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტი შეიძენს მძიმე ტექნიკას გზების გასაწმენდად, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობა ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ამასთანავე, გაძლიერდეს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტის მოცულობა: 56,584 აშშ დოლარი.