პროექტის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია
2021/3/17
2021 წლის 17 მარტს ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა“.
საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ბატონმა თეიმურაზ მღებრიშვილმა. პროექტის ფარგლებში, მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცემა ლაგოდეხის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც შეძლებს ტყეების, ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და საცხოვრებლის გადარჩენას. საგრანტო მოცულობა 77,633 ამერიკული დოლარი.