პროექტის „თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ გახსნის ცერემონია

2024/8/20
2024 წლის 20 აგვისტოს, პროექტის „თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი ალექსი ფიცხელაური - ახმეტის მუნიციპალტეტის მერი, ბატონო ლადო კახოიძე - თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორი;  ბატონი ზურაბ ბაბულაიძე - თუშეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარე და ბატონი რატი კოჭლამაზაშვილი  - თუშეთის განვითარების ფონდის დირექტორი.
 
პროექტის ფარგლებში, გარემონტდა და სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა ადგილობრივი ამბულატორია, რომელიც დაახლოებით 2,800 ადგილობრივი მოსახლისთვის გაზრდის  სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.  გრანტის მოცულობა 87, 256 ამერიკული დოლარი.