პროექტის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა“ ხელმოწერის ცერემონია
2021/3/9
2021 წლის 9 მარტს, ხელი მოეწერა იპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა“.
საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ორგანიზაციის „აგრო-სერვის კონსალტინგი“ გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ჯავახიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილ იქნება თაფლის ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც გაზრდის კონკურენციას ადგილობრივ ფერმერებში და ასევე, ხელს შეუწყობს საკვების უსაფრთხოებას საქართველოში. პროექტის ბიუჯეტი: 82,252 ამერიკული დოლარი.