პროექტის „შიდა ქართლისა და დევნილთა 3 დასახლებისთვის მოძრავი მამოგრაფიის მანქანის შეძენა" გახსნის ცერემონია

2023/10/13
2023 წლის 13 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში გაიმართა პროექტის გახსნის ღონისძიება, რომელიც დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იშიზუკა ჰიდეკი, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი - ნიკოლოზ ძამუკაშვილი,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მოძრავი მამოგრაფიის სერვისი, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს კიბოს უფასო სკრინინგს შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური უსაფრთხოების სფეროს,უზრუნველყოფს დევნილთა და  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და დააჩქარებს WPS-იზე გაეროს რეზოლუციის დანერგვას საქართველოში. გრანტის მოცულობა - 91 200 ამერიკული დოლარი.