პროექტის “ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსის შეძენა გახსნის” ცერემონია

2022/7/25
  2022 წლის 25 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი. ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იმამურა აკირა, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე და მისი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე; ასევე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე.
 
  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ენერგოეფექტური მიკროავტობუსის შეძენით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ამასთანავე, სოფლად ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი ქმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად. გრანტის მოცულობა: 77, 235 აშშ დოლარი.