პროექტის „ახალციხეში მრავალფუნქციური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის რეაბილიტაცია“ გახსნის ცერემონია

2024/5/24
2024 წლის 24 მაისს, პროექტის „ახალციხეში მრავალფუნქციური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის რეაბილიტაცია“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი ირაკლი ლაზარაშვილი, Union Sankaro-ს ხელმძღვანელი -  ქალბატონი ნანა ზუბაშვილი.
 
გრანტის ფარგლებში Union Sankaro-მ დააარსა სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია და განახორციელა ფერმერთა სასწავლო ცენტრის რეაბილიტაცია. ლაბორატორია უზრუნველყოფს ნიადაგის, წყლისა და რძის პროდუქტების გამოცდის შესაძლებლობას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას ადგილობრივ მოსახლეობაში. აღნიშნული პროექტი შემუშავდა და განხორციელდება Union Sankaro-ს ექსპერტული ჩართულობით. ამ ორგანიზაციის ძირითადი ექსპერტები არიან JICA-ს კურსდამთავრებულები, რომლებიც ეწვივნენ იაპონიას და მიიღეს ცოდნა მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ. პროექტის დაფინანსება 71 547 აშშ დოლარია.