პროექტის “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია

2022/3/17
2022 წლის 17 მარტს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენის შესახებ.
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ქალბატონმა თამარ მუმლაძემ.
 
პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნება ნარჩენების შემკრები მანქანა და ნაგვის ურნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. გრანტის მოცულობა: 91,525 აშშ დოლარი.