პროექტის „ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შეძენის შესახებ“ გახსნის ცერემონია

2023/9/27
2023 წლის 27 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა პროექტის „ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შეძენა” გახსნის ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება  ბ-ნი იშიძუკა ჰიდეკი,  სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში შესყიდული 2 მაღალი განმავლობის და თანამედროვე  სამედიცინო აღჭრვილობის მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, ხელს შეუწყობს ადამიანის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროების გაუმჯობესებას. აღნიშნული ტექნიკა გათვლილია მაღალმთიანი რელიეფსა და მთის კლიმატურ პირობებზე, რომელიც უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულ ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ლოდინის დროს. გრანტების მოცულობა: 140 000 აშშ დოლარი.

  
მარცხნიდან მარჯვნივ: ბაკურ ავსაჯანიშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი; იშიძუკა ჰიდეკი - იაპონიის ელჩი საქართველოში;  დავით ნოზაძე - სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში;  ალექსანდრე კუტიბაშვილი - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი; გრიგოლ რევაზიშვილი – გადაუდებელი სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე.