პროექტის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის” გახსნის ღონისძიება

2023/8/10
2023 წლის 10 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა პროექტის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის“ გახსნის ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება  ბ-ნი იშიძუკა ჰიდეკი, ასევე, ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. 
 
ტექნიკა გამოყენებული იქნება გზების გასაწმენდად, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობა ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ამასთანავე, გაძლიერდეს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტების მოცულობა: 75,352 აშშ დოლარი.