ქვეყნის დახმარების პოლიტიკა საქართველოსთვის
2018/4/16
დახმარების მიზანშეწონილობა
არსებობს სასწრაფო დახმარების საჭიროება ეკონომიკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა, მაგალითად, მოძველებული გზები და ელექტროენერგიის ქარხნები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რათა მოხერხდეს მათი აღდგენა და რეაბილიტაცია სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული უფრო და უფრო ფართოვდება.
მნიშვნელოვანია საზოგადოების სტაბილურობის გარანტია, რომლის აუცილებელი პირობაა სოციალური განვითარება, რაც თავის მხრივ ეყრდნობა ეკონომიკური განვითარებისგან მიღებულ სარგებელს არა მხოლოდ რომელიმე რეგიონების ან სოციალური ჯგუფების მიერ, არამედ, უამრავი ადამიანის მიერ, მათ შორის საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისგანაც.
ამგვარი გარემოებებისდა მიხედვით, იაპონიამ შეიმუშავა დახმარების პაკეტი 200 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოს მიმართ 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს დონორების კონფერენციაზე, რომელიც ასევე მოიცავდა ოფიციალური განვითარების დახმარების სესხს „აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტზე“, და ახორციელებდა დახმარების პროექტებს საქართველოს მიმართ.
იაპონია ახორციელებს საქართველოს დახმარებას ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შესატანად, ასევე საქართველოში დემოკრატიის დასაფუძნებლად, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს მშვიდობასა და სტაბილურობას კავკასიის რეგიონში.
დახმარების საბაზისო პოლიტიკა: დახმარება ეკონომიკური ზრდადობის მხარდასაჭერად და საზოგადოების სტაბილურობისათვის
საქართველოს მთავრობა მუშაობს ეროვნულ განვითარებაზე და პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ა) სოფლის მეურნეობა, ბ) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გ) ჯანდაცვა, დ) დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება.
იაპონია ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების სტაბილურობას ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროექტების საშუალებით ისეთ დარგებში, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და სოციალური განვითარება, რომელიც ამცირებს უთანასწორობას.
პრიორიტეტული მიმართულებები
მხედველობაში მისაღები საკითხები
ისეთი საერთაშორისო დონორები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, თურქეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აქტიურ დახმარებას უწევენ საქართველოს. შესაბამისად, აღნიშნულ საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობამ და კოორდინაციამ უნდა მოახდინოს ერთობლივი ძალისხმევით დაკავშირება დახმარების გასავითარებლად.
დანართი: სამოქმედო გეგმა
საქართველო მდებარეობს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან სივრცეში და წარმოადგენს კორიდორს ენერგიისა და სამრეწველო საქონლის ტრანსპორტირებისათვის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს ქვეყნის გასაღებს მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მთელს კავკასიის რეგიონში.
მეორეს მხრივ, ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდადობა გაუარესდა, რაც განაპირობა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტმა რუსეთთან, რომელმაც სერიოზული ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შემდგომმა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიამ.არსებობს სასწრაფო დახმარების საჭიროება ეკონომიკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა, მაგალითად, მოძველებული გზები და ელექტროენერგიის ქარხნები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რათა მოხერხდეს მათი აღდგენა და რეაბილიტაცია სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული უფრო და უფრო ფართოვდება.
მნიშვნელოვანია საზოგადოების სტაბილურობის გარანტია, რომლის აუცილებელი პირობაა სოციალური განვითარება, რაც თავის მხრივ ეყრდნობა ეკონომიკური განვითარებისგან მიღებულ სარგებელს არა მხოლოდ რომელიმე რეგიონების ან სოციალური ჯგუფების მიერ, არამედ, უამრავი ადამიანის მიერ, მათ შორის საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისგანაც.
ამგვარი გარემოებებისდა მიხედვით, იაპონიამ შეიმუშავა დახმარების პაკეტი 200 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოს მიმართ 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს დონორების კონფერენციაზე, რომელიც ასევე მოიცავდა ოფიციალური განვითარების დახმარების სესხს „აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტზე“, და ახორციელებდა დახმარების პროექტებს საქართველოს მიმართ.
იაპონია ახორციელებს საქართველოს დახმარებას ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შესატანად, ასევე საქართველოში დემოკრატიის დასაფუძნებლად, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს მშვიდობასა და სტაბილურობას კავკასიის რეგიონში.
დახმარების საბაზისო პოლიტიკა: დახმარება ეკონომიკური ზრდადობის მხარდასაჭერად და საზოგადოების სტაბილურობისათვის
საქართველოს მთავრობა მუშაობს ეროვნულ განვითარებაზე და პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ა) სოფლის მეურნეობა, ბ) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გ) ჯანდაცვა, დ) დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება.
იაპონია ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების სტაბილურობას ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროექტების საშუალებით ისეთ დარგებში, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და სოციალური განვითარება, რომელიც ამცირებს უთანასწორობას.
პრიორიტეტული მიმართულებები
- ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
- სტაბილიზაცია და ხალხის საარსებო წყარო