საგრანტო პროექტის ხელმოწერა შუახევის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მანქანის შეძენა ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში

2020/3/19
2020 წლის 19 მარტს, იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით, დააფინანსა პროექტი საქართველოში: შუახევის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მანქანის შეძენა. კორონავირუსის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია არ ჩატარდა.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ფრიდონ ფუტკარაძემ. პროექტი ხელს შეუწყობს შუახევში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და შედეგად გარემოს დაცვას. გრანტის მოცულობა: 68’500 აშშ დოლარი.
 
 
ადგილმდებარეობა: