პროექტის “სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სოფელი რუხის უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“ ხელმოწერის ცერემონია

2023/3/2
2023 წლის 2 მარტს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სოფელი რუხის უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მოქმედმა დირექტორმა, ლადო შელიამ.
 
პროექტი გულისხმობს რუხის კლინიკის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარდიოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების უზრუნველყოფისთვის; გრანტის მოცულობა: 92,000 აშშ დოლარი.