პროექტის “შიდა ქართლის რეგიონისთვის და დევნილთა 3 დასახლებისთვის მობილური მამოგრაფიული სერვისის შექმნა“ ხელმოწერის ცერემონია
2022/12/16
2022 წლის 8 დეკემბერს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც შიდა ქართლის რეგიონისთვის და დევნილთა 3 დასახლებისთვის მობილური მამოგრაფიული სერვისის შექმნას გულისხმობს.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონისთვის და 3 დევნილთა დასახლებისთვის შეიქმნება უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სოფლებში კიბოს სკრინინგის ჩატარებას, დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. გრანტის მოცულობა: 91,200 დოლარი.