პროექტის „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისათვის“ გახსნის ცერემონია
2021/11/16
2021 წლის 16 ნოემბერს გაიმართა პროექტის „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისათვის“ გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბ-ნი იმამურა აკირა, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ბ-ნი პაპუნა მარგველიძე; ონის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი სერგი ხიდეშელი;
პროექტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტს გადაეცათ მძიმე ტექნიკა გზების გასაწმენდად, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობა ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ამასთანავე, გაძლიერდეს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტების მოცულობა: 56,584 აშშ დოლარი.