პროექტის გახსნის ცერემონია სამედიცინო აღჭურვის გადაცემა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად

2021/9/15
2021 წლის 15 სექტემბერს გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად სამედიცინო აღჭურვის გადაცემა.
ღონისძიებას უმასპინძლა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა და მას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი - ბატონი იმამურა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი - ქალბატონო ეკატერინე ტიკარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ბატონი ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ცენტრის დირექტორი - ალექსანდრე კალანდია, შპს “Crown Agent Japan”-ისა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმომადგენლები.
2.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, იაპონიამ საქართველოს გადასცა 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი, რაც აუცილებელია მძიმე პაციენტების მდგომაროების მონიტორინგისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, პანდმიის დროს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც.