პროექტის „ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“ გახსნის ცერემონია

2024/7/8
2024 წლის 08 ივლისს, პროექტის ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი ალუდა თუთისანი - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში; ბატონი ჭაბუკი ჭაბუკიანი - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბატონი ლევან ზალკალიანი - ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.
 
პროექტი ითვალისწინებს ერთი მძიმე ტექნიკის გადაცემას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მთელი წლის განმავლობაში მომხდარ ზვავებზე, მეწყერზე, წყალდიდობასა და სხვა კატასტროფებზე. ამასთან, უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს დაახლოებით 7,200 მოსახლისთვის. გრანტის ოდენობა 70,500 USD აშშ დოლარია.