პროექტის „შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია
2024/7/9
2024 წლის 9 ივლისს, პროექტის „შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბულგარეთის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ვესელინ ვალკანოვი; პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე - ბატონი მარიუს პიეტრზაკი; ბატონი ასლან საგანელიძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ქალბატონი ნანა ლომაზე - ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“თავმჯდომარე.
პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში გარემონტდა სოციალური ცენტრი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში შშმ პირებს აწვდის სოციალურ სერვისებს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად და დაეხმარება 780 ბენეფიციარს. პროექტის ბიუჯეტი 72, 246 აშშ დოლარია.