პროექტის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში საბავშვო ბაღის მშენებლობა გახსნის ღონისძიება

2022/6/21
2022 წლის 21 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება  ბ-ნი იმამურა აკირა; World Vision-საქართველოს დირექტორი, ქ-ნი ეკატერინე გურგენაძე; ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი გოჩა ქიმაძე;
 
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ბაღი სერვისს მიაწვდის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 100 მდე ბავშვს. იაპონიის საელჩოს გრანტის მოცულობა: 72’607 აშშ დოლარი.