პროექტის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ცერემონია
2024/4/19
2024 წლის 19 აპრილს, პროექტის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში - ბატონი გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ივანე ხაჩიძე, ლაგოხედის მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი ჯონდო მდივნიშვილი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - ქალბატონი თამარ მუმლაძე.
პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნა ნარჩენების შემკრები მანქანა და ნაგვის ურნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. გრანტის მოცულობა: 91,525 აშშ დოლარი.