პროექტის „ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“ გახსნის ცერემონია

2021/4/13
2021 წლის 13 აპრილს, სოფელ ნიქოზში გაიმართა პროექტის „ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“ გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დაფინანსდა.
 
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა; გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი პარლამანტში ბატონი გიორგი ხოჯევანიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები; ასევე, სოფელი ნიქოზის ამბულატორიისა და ორგანიზაციის „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ წარმომადგენლები.
 
პროექტის ფარგლებში, სოფელი ნიქოზის ამბულატორიას გადაეცა 64,643 დოლარის ღირებულების სამედიცინო ტექნიკა, რომელიც იძლევა ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარების შესაძლებლობას და ზრდის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის.