პროექტის „მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში“ გახსნის ცერემონია

2024/7/29
2024 წლის 29 ივლისს, პროექტის „მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი ზაზა შავაძე - აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრი; ბატონი რაულ თავართქილაძე - აგროსერვის ცენტრის დირექტორი.
 
პროექტის ფარგლებში, აჭარის ა/რ-ში მოეწყო მანდარინის სათბურ-იზოლატორი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მანდარინის ნერგები გაშენდეს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების შემცირებული გამოყენებით. აგროსერვის ცენტრი შეძლებს ნერგების წარმოება 5000-დან 15 000 -მდე გაზარდოს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მცირე და საშუალო ფერმერებს შეეძლებათ გაუმჯობესებული ხარისხის ნერგების მოყვანა, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. გარდა ამისა, მანდარინის ხის მოსავლიანობა მესამე წლისთვის 40%-ით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების შემოსავლის გაზრდას. გრანტის მოცულობა: 64,330 აშშ დოლარი.