პროექტის „ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის“ ხელმოწერის ცერემონია

2023/11/22
2023 წლის 22 ნოემბერს მარტს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გია ონიანმა.

პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნება მძიმე ტექნიკა გზების გასაწმენდად, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობა ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ამასთანავე, გაძლიერდეს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტის მოცულობა: 72,933 აშშ დოლარი.