პროექტის „მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ცერემონია

2023/4/6
2023 წლის 6 აპრილს, "პროექტის მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა" გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იმამურა აკირა; ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე.
 
პროექტის ფარგლებში, შეძენილ იქნა ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანისა და წერეთელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანს. პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, გრანტის მოცულობა: 82,243 აშშ დოლარი.