პროექტის “დმანისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია

2023/3/2
2023 წლის 2 მარტს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - დმანისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა.
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
 
პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნება ნარჩენების შემგროვებელი მანქანა, რომელიც  უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას; გრანტის მოცულობა: 95,864 აშშ დოლარი.