პროექტის „მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია

2024/8/20
2024 წლის 20 აგვისტოს, პროექტის „მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი ალექსი ფიცხელაური - ახმეტის მუნიციპალტეტის მერი, ბატონო ლადო კახოიძე - თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორი; ბატონი ზურაბ ბაბულაიძე - თუშეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარე და ბატონი რატი კოჭლამაზაშვილი - თუშეთის განვითარების ფონდის დირექტორი.
 
პროექტის ფარგლებში, თუშეთს გადაეცა მძიმე ტექნიკა გზების მოსაწესრიგებლად, რათა გაიზარდოს თუშების მობილობა და წვდომა სხვადასხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე. აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს თუშეთის დაახლოებით 2, 800 ადგილობრივი მოსახლის საცხოვრებელ პირობებს. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 74’400 აშშ დოლარი.