პროექტის გურიის რეგიონში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის სასმელი წყლის ფილტრების მიწოდება ხელმოწერის ცერემონია

2022/2/24
   2022 წლის 24 თებერვალს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, გურიის რეგიონში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის სასმელი წყლის ფილტრების მიწოდების შესახებ.
   საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და ორგანიზაციის „შალომ კლუბი გურია“ პრეზიდენტმა ბატონმა ზაურ ოსეფაიშვილმა. 
   პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში მდებარე 38 საბავშვო ბაღში დამონტაჟდება ისრაელში დამზადებული სასმელი წყლის ფილტრები. შერჩეული იქნა ის საბავშვო ბაღები, სადაც სასმელ წყალში ლაბორატორიულად გამოვლინდა ეშერიხია კოლის (E. coli) ბაქტერია. გრანტის მოცულობა: 70,399 აშშ დოლარი.