პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის მიწოდება რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის“ გახსნის ცერემონია
2021/11/17
2021 წლის 17 ნოემბერს გაიმართა პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის მიწოდება რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის“ გახსნის ღონისძიება, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბ-ნი იმამურა აკირა, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ბ-ნი პაპუნა მარგველიძე; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი დავით მხეიძე; ასევე, ფონდ ‘’აფხაზინტერკონტის’’ გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი არჩილ ელბაქიძე.
პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ბიუჯეტი - 33,538 დოლარი.


პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ბიუჯეტი - 33,538 დოლარი.



