GGP ხელმოწერის ცერემონია: მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენა თბილისისთვის
2018/3/14
2018 წლის 14 მარტს 13:00 საათზე, ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას ელჩს ბ–ნ ტადაჰარუ უეჰარას და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სერვისების სააგენტოს დირექტორს ბ–ნ ალექსანდრე ხვადაგიანს შორის. პროექტის ფარგლებში, მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად, რაც პოტენციურად დაფარავს 27’580 ჰექტარს და გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს. იაპონიის საელჩოს დაფინანსება ამ პროექტისთვის შეადგენს 99’733 აშშ დოლარს.

