პროექტის „დმანისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ცერემონია

2024/4/12
2024 წლის 12 აპრილს, პროექტის დმანისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი პაატა ყულიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - ბატონი კობა მურადაშვილი.

პროექტის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში 14 სოფელში გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, შეძენილი იქნა ნარჩენების შემკრები მანქანა. პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, გრანტის მოცულობა: 95 864 აშშ დოლარი.