პროექტის „მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ცერემონია
2022/10/26
2022 წლის 24 ოქტომბერს, პროექტის „მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იმამურა აკირა; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი დიმიტრი ზურაბიშვილი; ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო ჩხობაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ შეძენილ იქნა ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას მცხეთის მუნიციპალიტეტის 28 სოფლიდან, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანს. გრანტის მოცულობა: 85,488 აშშ დოლარი.