პროექტის „ახალგორის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის” ხელმოწერის ცერემონია

2021/12/2
2021 წლის 2 დეკემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, ახალგორის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენის შესახებ.
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და ახალგორის გამგებელმა ბ-ნმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
 
პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნება მძიმე ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ფრეზეთის, წეროვანისა და წილკანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა, გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები. გრანტის მოცულობა: 79,600 აშშ დოლარი.