საგრანტო პროექტის ხელმოწერა აჭარის მაღალმთიანი დასახლებებისთვის მოძრავი ბიბლიოთეკის შეძენა ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში

2020/3/17
2020 წლის 17 მარტს, იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით, დააფინანსა პროექტი საქართველოში: აჭარის მაღალმთიანი დასახლებებისთვის მოძრავი ბიბლიოთეკის შეძენა. კორონავირუსის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია არ ჩატარდა.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და საერთაშორისო ჟურნალისტთა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ - ბატონმა ასლან ჭანიძემ. პროექტი დაეხმარება მაღალმთიანი აჭარის ბავშვებს და ახალგაზრდობას, იმ სოფლებში, სადაც ხელმისაწვდომობა ლიტერატურაზე მწირია. გრანტის მოცულობა: 72,000 აშშ დოლარი.
ადგილმდებარეობა: