პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია

2021/2/17
2021 წლის 17 თებერვალს ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსის შეძენა.
 
პროექტს ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა ბატონმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ლევან გორგილაძემ. პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იქნება საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. გრანტის
მოცულობა: 77,235 ამერიკული დოლარი.