პროექტის „თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ხელმოწერის ცერემონია
2021/3/17
2021 წლის 17 მარტს ხელი მოეწერა პროექტს „თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“, რომელიც დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით.
საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და თუშეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ბატონმა ზურაბ ბაბულაიძემ. პროექტის ფარგლებში, გარემონტდება და სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება ადგილობრივი ამბულატორია, რომელიც გაზრდის მთიანი რეგიონისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. გრანტის მოცულობა 87, 256 ამერიკული დოლარი.