პროექტის „წალკის მუნიციპალიტეტის 3 სოფლისთვის მოსავლის აღების შემდგომ შემნახველი მეურნეობის აშენება“ გახსნის ღონისძიება
2020/11/4
2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართა პროექტის „წალკის მუნიციპალიტეტის 3 სოფლისთვის მოსავლის აღების შემდგომ შემნახველი მეურნეობის აშენება“ გახსნის ღონისძიება, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსდა.
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, ელჩის მოადგილე ბატონი მასატაკა ობატა, ბედიანის ბავშვთა ცენტრის დირექტორი - ბატონი ზვიად ხაფავა, პროგრამის მენეჯერი ბატონი კახა ბახტაძე და სოფელი ბარეთას რწმუნებული ბატონი ბიძინა გაბულდანი.
პროექტის ფარგლებში, იაპონიის საელჩომ გამოყო 86,526 ამერიკული დოლარი კარტოფილის შემნახველი მეურნეობის ასაშენებლად. პროექტმა ხელი შეუწყო ადგილობრივი ეკო–მიგრანტების შემოსავლის გაზრდას, ამავდროულად, საფუძველი ჩაუყარა წყლისა და ნიადაგის მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას.