მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სარალის სკოლის რეაბილიტაციის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია

2018/5/14
      2018 წლის 14 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა ზემო სარალის სკოლის გახსნის ცერემონია.  სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ: იაპონიის ელჩი საქართველოში  მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ბატონი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი თემურ აბაზოვი და რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
      პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ გამოყო 82 675 აშშ დოლარი მარნეულის მუნიციპალიტეტის ზემო სარალის სოფელში საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის. პროექტის მეშვეობით, დაახლოებით 120 ბავშვს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს განახლებული სკოლით. პროექტი განახორციელდა ორგანიზაცია  "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" მიერ, ხოლო გახსნის ცერემონიას უმასპინძლა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ოლგა ენდელაძემ.