პროექტის „ახმეტის მუნიციპალიტეტში მრაფალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა“ გახსნის ცერემონია

2022/10/18
2022 წლის 15 ოქტომბერს, პროექტის „ახმეტის მუნიციპალიტეტში მრაფალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იმამურა აკირა; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური; ორგანიზაციის „ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება“ წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და სხვა სტუმრები.
 
ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველის სამაცივრე სისტემის შექმნით, ეს პროექტი დაეხმარება მცირე ფერმერებს, შეფუთონ და სამაცივრე სისტემაში შეინახონ მათ მიერ ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ყველი, უკეთესი ხარისხისა და უვნებლობისთვის. უვნებელი და ხიარისხიანი პროდუქტი კი, გაზრდის გასაყიდ ფასს, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ადგილობრივი ფერმერების შემოსავლებზე. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ „ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება“. გრანტის ოდენობა: 64,151 აშშ დოლარი.