პროექტის „მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენა საჩხერისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისთვის“ ხელმოწერის ცერემონია

2024/3/15
2024 წლის 15 მარტს, ადამიანური უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენა საჩხერისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისთვის.“
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, ბატონმა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
 
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი მუნიციპალიტეტი აღიჭურვება საჭირო სახანძრო ტექნიკით. გრანტის მოცულობა: 67,274 აშშ დოლარი.