პროექტის „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ღონისძიება
2021/7/15
2021 წლის 15 ივლისს, ოზურგეთში გაიმართა პროექტის „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დაფინანსდა.
ცერემონიას ესწრებოდნენ იპონიის ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბ-ნი იმამურა აკირა; სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ბ-ნი გიორგი ურუშაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი ნინო წილოსანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი კონსტანტინე შარაშენიძე.
პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნა 57,329 დოლარის ღირებულების მცირეგაბარიტიანი ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვილი ურნები. პროექტი დაეხმარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადავიდეს ნარჩენების სეპარირებაზე და ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის უფრო მდგრადი მოდელის შექმნას.