პროექტის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“ ხელმოწერის ცერემონია

2023/11/22

2023 წლის 22 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ და საქარველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ.
 
პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნება ნარჩენების შემგროვებელი მანქანა, რომელიც  უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას; გრანტის მოცულობა: 71, 200 აშშ დოლარი.