პროექტის „ონის მუნიციპალიტეტში სათემო ავტობუსების ქსელის განვითარება“ ხელმოწერის ცერემონია

2023/11/28
2023 წლის 28 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „ონის მუნიციპალიტეტში სათემო ავტობუსების ქსელის განვითარება.“

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა სერგო ხიდეშელმა.

პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნება სათემო ავტობუსი, რომელიც მოემსახურება ქალაქ ონსა და 21 სოფელს და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომას რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. გრანტის მოცულობა: 72,000 აშშ დოლარი.