პროექტის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის“ ხელმოწერის ცერემონია

2021/12/2
2021 წლის 2 დეკემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის.
 
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ და ხელვაჩაურის მერმა, ბ-ნმა ზაზა დიასამიძემ.
 
პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნება მძიმე ტექნიკა გზების გასაწმენდად, რათა შემცირდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობა ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ამასთანავე, გაძლიერდეს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტების მოცულობა: 75,352 აშშ დოლარი.