პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიული ტექნიკის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია
2021/5/13
2021 წლის 13 მაისს, ზუგდიდში გაიმართა პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიული ტექნიკის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დაფინანსდა.
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ბ-ნი მალხაზ თორია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ბ-ნი მამუკა წოწერია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბ-ნი რუსლან აბაშიძე; ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ლაშა შალამბერიძე და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (AFAD) წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას გადაეცა ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას გააკეთოს ლაბორატორიული სინჯები და მიიღოს ხარისხის სერტიფიკატი, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და კვების უსაფრთხოებას საქართველოში. საგრანტო დაფინანსების მოცულობა - 69’500 აშშ დოლარი.