პროექტის „თელავის, ამბროლაურის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რეანომობილების შეძენა“ გახსნის ცერემონია
2021/1/28
2021 წლის 28 იანვარს თბილისში გაიმართა პროექტის “თელავის, ამბროლაურის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რეანომობილების შეძენა” გახსნის ღონისძიება. რეანომობილები შეძენილ იქნა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით.
ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, ელჩის მოადგილე ბატონი მასატაკა ობატა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია და მისი მოადგილეები.
პროექტის ფარგლებში, იაპონიის საელჩომ გამოყო 290,500 ამერიკული დოლარი რეანომობილების შესაძენად, რომლებიც გადანაწილდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში.
პროექტის დახმარებით მნიშვნელოვნად შემცირდა კრიტიკული პაციენტების საავადმყოფოში გადასაყვანად საჭირო ლოდინის დრო და დაეხმარა ცენტრს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში.