პროექტის „შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში“ ხელმოწერის ცერემონია

2021/10/26
    2021 წლის 26 ოქტომბერს, გაიმართა პროექტის „შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში“ ხელმოწერის ღონისძიება, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს იპონიის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა იმამურა აკირამ და ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ თავმჯდომარემ ქ-ნმა ნანა ლომაძემ.
 
    პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში სრულად გარემონტდება სოციალური ცენტრი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში შშმ პირებს მიაწვდის სოციალურ სერვისებს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად.   პროექტის ბიუჯეტი - 72,246 დოლარი.